15:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 13:40:14, 2118 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: საჭიროა, ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მოკავშირეების აქტიური ჩართულობა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარება, ასევე, საქართველოს დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იყო.

აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც მზარდი დინამიკით და სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერებით ხასიათდება.

 გამოითქვა პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი, რათა სრულად გამოვიყენოთ ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალი.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მცოცავი ოკუპაციის რეჟიმიდან აშკარა ანექსიაში გადაიზარდა.

 გიორგი მარგველაშვილის აზრით, საჭიროა, ანექსიის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავება და ანექსიის თავიდან ასაცილებლად ჩვენი მოკავშირეების აქტიური ჩართულობა და ამ თვალსაზრისით პოლონეთის აქტიური მონაწილეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

 საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებული ასიგნების აქტის ხელმოწერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის.

 "ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის ასევე განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას",  - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის შემდგომი ზრდის აუცილებლობას. პოლონური მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოლონეთში ექსპორტის შესაძლებლობით დაინტერესდა. საქართველო მიესალმება პოლონელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ენერგოპროექტებში მონაწილეობას, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

აღინიშნა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics