10:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე ასამბლეას: თქვენმა ჩამობრძანებამ გაგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  ირაკლი კობახიძის შეფასებით,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში სტუმრობა ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტია.

პრეზიდენტი: მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები შეიქმნა და გაძლიერდა, ყოველთვის ვიდექით მოკავშირეებთან ერთად

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჟესტი, პლენარული სესიები საქართველოში ჩაეტარებინათ, დადებითად შეაფასა.

პაოლო ალი: მივხვდი რატომ აქვს საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია

„2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი და მაშინ მივხვდი, საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია რატომ აქვს, ასეთი ლამაზი ქვეყნისა და სტუმარ-მასპინძლის“, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ სასტუმრო „ჰუალინგში“  ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერი: საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო-მ შემდგომი ნაბიჯები გადადგას

„ნატო-ში ინტეგრაციისა და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო-მ შემდგომი ნაბიჯები გადადგას“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილი: საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება თბილისში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირებაა.

პაოლო ალი: საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, თუმცა ადგილზე დაძაბულობა არ იკლებს
ოდიშარია: გვინდა, დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, თუ რა ძვირი უჯდება საქართველოს ისტორიული არჩევანისადმი სწრაფვა
გვენეტაძე: ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი, ჯერ განხილვას არ ექვემდებარება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ, არ დანიშნულა.

გვენეტაძე: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კომისია გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება.

ჟილბერ ლე ბრი: საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთისთვის და ნატოსთვის

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, გერმანელ და ფრანგ პარლამენტარებს შეხვდა.

პაოლო ალი: ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

ჩვენ გვაქვს მართლაც შესანიშნავი მხარდაჭერა საქართველოსგან და ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენი: სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით,  დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ​თურქეთში ექსტრადიცია იქამდე არ უნდა მოხდეს, ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვევა.

ლევან იზორიას განცხადებით, შს მინისტრის შესაძლო შეცვლაზე გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ  შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეცვლის, „ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“.

ლევან იზორია: საქართველო საერთაშორისო მისიებში 871 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საერთაშორისო მისიებში საქართველოს თანამონაწილეობის ხარისხი ძალიან მაღალია.

იზორია: ვისაც გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს

"ვისაც გაუჩნდება სურვილი განახორციელოს მორიგი აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს, თავისი საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერი: წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქვეყნის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს

დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წახალისდებიან.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics