|
2017-06-01 16:19:25, 2110 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი აფგან მუხთარლის ბაქოში გადაყვანის პროცესში საქართველოს სამართალდამცველების ჩართვას გამორიცხავს
საქართველოს ისუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქის ბაქოში გადაყვანის პროცესში, საქართველოს რომელიმე სამართალდამცველი ყოფილიყო ჩართული. წულუკიანის თქმით, არსებულ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს და მნიშვნელოვანია, ყველა მის დასრულებას დაელოდოს: „ბევრი რამ ითქვა ბოლო დღეების განმავლობაში. თქვენი კითხვებიც მოწმობს იმას, რომ კიდევ უნდა გავიმეოროთ ის, რაც ითქვა. კერძოდ, თითოეული კითხვა, რომელიც დასვით, ამ კითხვებზე პასუხი უნდა მოგცეთ გამოძიებამ-როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის მოქალაქე ბაქოში. სად გადაკვეთა რეალურად მან საზღვარი, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ. თუ არ ჩავთვლით უკვე იმ პასუხს, რომელიც აზერბაიჯანის გენპროკურატურამ გასცა ამ კითხვაზე. დაასახელა საზღვრის კონკრეტული ადგილი, სადაც მას უნდა გადაეკვეთა არსებული საზღვარი. იყო თუ არა ჩართული ამ პროცესში საქართველოს რომელიმე მოქალაქე, მე მაქვს ამ კითხვის ერთ ნაწილში პასუხი, გამორიცხულია, რომ საქართველოს რომელიმე სამართალდამცველი ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული“,-აღნიშნა წულუკიანმა. მინისტრის შეფასებით, სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი მიმდინარე დარტყმები უსაფუძვლოა და ის ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო იმიჯს ზიანს აყენებს: „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ საქმის სწრაფი გამოძიება არის ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის საქმე, ასევე ჩვენის ახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა, რომ არ ვაყენებდეთ დარტყმებს იმ სტრუქტურებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ეს დარტყმები უსაფუძვლოა და პირდაპირ აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს ზიანს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, თავი შევიკავოთ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების უსაფუძვლო დისკრედიტაციის მცდელობებისგან და დაველოდოთ გამოძიებას, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს-ვინ უბიძგა მოცემულ პირს, წასულიყო საზღვრისკენ, იყო თუ არა რაიმე ბიძგი მოტაცების ფორმით, ხომ არ ჰქონდა ადგილი გატყუებას, თუ იყო მოტაცება, ვის მიერ იქნა ჩადენილი, რა ენაზე საუბრობდნენ ეს ადამიანები და ვინ იყვნენ, იცნობდა თუ არა თავად მსხვერპლი მათ და ა.შ.“,-განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლის აღკვეთის ღონისძიების სახით 3 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. საქართველოში "გაუჩინარებულ" ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბაქოს საქალაქო სასამართლომ ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. საქართველოს შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)