17:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 10:53:47, 2409 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ

საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, - მხოლოდ ამ მცირე კომენტარით გამოეხმაურა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას.

ამასთან, ქარჩავამ კითხვაზე - ხომ არ განიხილება საპატრიარქოში თქვენი გადადგომის შესახებ საკითხი, უპასუხა, რომ თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას ჩვეულებრივად აგრძელებს.

„ყველას შეუძლია სამართლებრივი მეთოდებით იბრძოლოს. ყველა შეკითხვაზე პასუხი გავეცი, მე პროკურატურასაც ვუპასუხე და ჩემი განცხადებაც მოისმინეთ. ჩვეულებრივად ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი იურისტის ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო, რის გამოც მან გაფრთხილებაც მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics