12:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჯარჯი წიკლაური: დავკითხავთ ნებისმიერ პირს, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს

ე.წ.  ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით  გამოძიება გრძელდება.

 

ქარჩავა: წერილობითი მტკიცებულება გამაჩნია, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება უნდა

„წერილობითი მტკიცებულება გამაჩნია, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება და მოკვდინება უნდა“,-ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

დიმიტრი ქუმსიშვილი: ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია
თეოლოგი: საპატრიარქო საბჭოთა ტიპის, დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სივრცეა, სადაც ბელადი პატრიარქია

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, პატრიარქი მის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას არავის პატიობს.

 

გამრეკელაშვილი: მეუფე დიმიტრი, საქართველოს ეკლესიის შიგნით ყველაზე მაფიოზური პიროვნებაა

„მამა გიორგი მამალაძე არაა ანგელოზი, უფრო მეტიც, ის მართლაც იყო მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ხელქვეითი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით ყველაზე, მაფიოზური პიროვნებაა“, - ამის შესახებ თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

 

თეოლოგი: საპატრიარქოს წიაღში ადგილი აქვს მორიგ შიდა წმენდას, რომელსაც პატრიარქი დრო და დრო ახორციელებს

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ილია მეორის „კულტმსახურთა დედოფლის - შორენა თეთრუაშვილის უერთგულესი მსახურია".

 

თეოლოგი: ქარჩავა ცდილობდა, სამაგისტრო ნაშრომი გადაწერით გაეკეთებინა, ეს შევამჩნიე და თანამშრომლობაზე უარი ვუთხარი

თეოლოგიის დოქტორმა გოჩა ბარნოვმა საპატრიარქოს იურისტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის იმ ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც სასულიერო აკადემიაშია მოკალათებული და არ ცნობს პატრიარქს, სისულელე უწოდა.

 

რამიშვილის თქმით, დეკანოზს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობა ჰქონდა, რის საფუძველზეც საქმიანობას აწარმოებდა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ბრალდებები, თუთქოს მამა გიორგი მამალაძე ფულის გათეთრებას ცდილობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მეუფე პეტრე: პატრიარქი ბოროტი ძალების ტყვეობისაგან უნდა გათავისუფლდეს

მეუფე პეტრეს განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი, მისი მოღვაწეობის თუნდაც მე-40 წელს, ბოროტი ძალების ტყვეობისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად მიხეილ რამიშვილი მისი რჩევით დაინიშნა

მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად მიხეილ რამიშვილი მისი რჩევით დაინიშნა.

 

მეუფე პეტრე: რა გამოდის, პატრიარქი მიკერძოებულია, რომ უცხო მღვდელს სწირავს სამუდამო სასჯელისათვის და მის სიძეს ეფარება?

„თუ ეკლესიის დისკრედიტაციას არ ემსახურება მსგავსი განცხადება, მაშინ რა გამოდის, პატრიარქი მიკერძოებულია, რომ უცხო მღვდელს, არანათესავს სწირავს სამუდამო სასჯელისათვის და მის სიძეს ეფარება“,-ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც  ერთ-ერთმა მაღალმა იერარქმა გამოძიებას სთხოვა, სოსო ოხანაშვილი არ დაეჭირათ.

 

მეუფე პეტრე: თუ ამ უსამართლობაში პატრიარქს რაღაც წვლილი აქვს, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ

„თუ ამ უსამართლობის უკან, ღმერთმა დაიფაროს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოიაზრება,  ესეც უნდა იცოდეს მაშინ საზოგადოებამ. თუ ამ უსამართლობასთან პატრიარქს რაღაც წვლილი და წილი აქვს“,-ასე უპასუხა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში წამყვანის შეკითხვას - „თუ პატრიარქი არ იტყვის საწინააღმდეგოს, თქვენ ჩათლით, რომ ის ეთანხმება ედიშერ ქარჩავას განცხადებას?“

 

მამა ანდრია სარია: ედიშერ ქარჩავა შორენა თეთრუაშვილის ტრუბადურია

„ედიშერ ქარჩავას ნათქვამი ავტომატურად არის  შორენა თეთრუაშვილის ნათქვამი, უხეშად რომ ვთქვათ, მას დამოუკიდებლად აზრის წარმოთქმის უფლებაც კი არ აქვს“,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში  ინჩხურის წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარია საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე პეტრე ცაავას სურვილი ჰქონდა პატრიარქი მოეკლა.

 

მეუფე პეტრემ შორენა თეთრუაშვილს „რუხი კარდინალი“, ედიშერ ქარჩავას კი „დემონი და ცილისმწამებელი“ უწოდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას ინფორმაციით, პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის შემოქმედია.

საპატრიარქოს იურისტი: გიორგი მამალაძე სკანდალურ, ბინძურ გარიგებებში იყო ჩართული

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე სკანდალურ, ბინძურ გარიგებებში იყო ჩართული. ქარჩავას დეტალები არ დაუკონკრეტებია:

 

ქარჩავა: ერთ-ერთმა მაღალმა იერარქმა გამოძიებას სთხოვა, სოსო ოხანაშვილი არ დაეჭირათ

„ერთ-ერთი  მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებას სთხოვა, სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ არ წასულიყო გამოძიება და ის  არ დაეჭირათ“,-ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics