19:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 14:02:42, 1969 ნახვა

კომენტარი
მუსტაფაევა: თუ საქართველოს ხელისუფლებას დახმარება უნდა, მოქალაქეობა მე კი არა, ჩემს ქმარს უნდა შესთავაზოს

თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ოჯახის დახმარება უნდა, მოქალაქეობა მე კი არა, ჩემს ქმარს უნდა შესთავაზოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მუსტაფაევას თქმით, ის პოლიციაში სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომების მიღებასთან დაკავშირებით დაიბარეს და არა დაკითხვაზე.

"კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ არ ვაპირებ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ჩემი მეუღლის, აფგან მუხთარლის საქმე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი უსაფრთხოება ან მოქალაქეობა. დახმარება მე კი არა, აფგან მუხთარლის სჭირდება, მოქალაქეობა მას უფრო სჭირდება, ვიდრე მე", - აღნიშნა მუსტაფაევამ.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს მიმართა და სთხოვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics