2017-06-05 14:27:54, 2123 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელიას ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი საქმიანობას ძალოვან სისტემაში გააგრძელებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი საქმიანობას ძალოვან სისტემაში გააგრძელებს.
ამასთან, ბესელიას არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოხდება ბადაშვილის დანიშნვა.
"ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო, რომელიც მხოლოდ კარგი დინამიკის მიზნით იქნება მიღებული. გარკვეული ცვლილებები შეეხებათ მათ, ვინც თანამდებობაზე მუშაობენ. ბადაშვილი ძალოვან უწყებში გარკვეულ პოზიციაზე იქნება წარდგენილი", - დასძინა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბადაშვილი თანამდებობას ტოვებს. მისი სხვა პოზიციაზე გადასვლის საკითხი განიხილება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან