20 სექტემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 14 თანამშრომელი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების ბიუროს (INL) მიწვევით, სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.