|
2016-03-03 16:57:11, 630 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგეობის მხარდაჭერით, N203-ე საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი შოუ-კონცერტი გაიმართა
საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, თბილისის N20-ე საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი შოუ-კონცერტი გაიმართა. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე ესწრებოდნენ. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგეობის გრძელვადიანი პროექტით, „შეცვალე დამოკიდებულება“ ფარგლებში, დაიგეგმა და განხორციელდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, ქორეოგრაფიული და ვოკალური ბავშვთა სკოლა-სტუდიების წარმომადგენლებმა, ანიმატორების შოუ წარმოადგინეს არტ-კოალიცია „თანამედროვე თეატრის“ მსახიობებმა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ღია გაკვეთილი, რომელსაც ორი დიზაინერი ხელმძღვანელობდა. სკოლის აღსაზრდელებს საბურთალოს რაიონის გამგეობამ სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა, ბავშვებმა კი დარბაზში მყოფი დედები ყვავილების თაიგულებით დაასაჩუქრეს. ამასთან, სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფოიეში გაიმართა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა ნამუშევრების - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. თბილისის N203-ე საჯარო სკოლაში ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვები სწავლობენ. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგეობის სამთვიანი პროექტის „შეცვალე დამოკიდებულება“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)