|
2016-03-03 13:09:36, 584 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია რაჭაში მეცხოველეობის შვეიცარული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ფერმერებს შეხვდა და მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მხარის გუბერნატორთან, პაპუნა უგრეხელიძესთან და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძეთან ერთად ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის “ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხორცის გადამამუშავებელი საწარმოკომპელქსი დაათვალიერა. კომპლექსი მესაქონლეობის თანამედროვე ფერმას, საერთაშორისო სტანდარტების სასაკლაოსა და ვეტერინარულ ლაბორატორიას აერთიანებს. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისებაა. უწყების ინფორმაციით, ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი კომპანია კი, რეგიონებში მესაქონლეობის დარგის წახალისების სამაგალითო პროექტია. აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს მზარდი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით კი, მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით. ,,ქართულ-შვეიცარიული საწარმო არის მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მეცხოველეობის დარგის განვითარებას. კომპანიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოხდა გენეტიკურად გაუმჯობესებული ადგილობრივი ჯიშის ძროხების გადაცემა და ფერმების შექმნა, კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით ხორციელდება ცხოველთა მოვლა-პატრონობა, მიღებულ მაღალხარისხიან პროდუქციას კი, ისევ კომპანია იბარებს. გვსურს ეს მოდელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში დავნეროთ, რადგან ეს მნიშვნელოვნად განავითარებს მეცხოველეობის დარგს, ხელს შეუწყობს ცხოველთა გენეტიკის გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის გაზრდას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში - შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში ფლობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებს, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით ხორციელდება ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება მაღალპროდუქტიული შვიცის და სიმენტალის ჯიშებით. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ - მდე აღწევს. როგორც კომპანიის ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ დამფუძნებელმა, ირაკლი კერვალიშვილმა აღნიშნა, კომპანიამ საერთო ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე 600-მდე მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს. კომპანიაში კი 100-მდე ადგილობრივია დასაქმებულია. საწარმო აღჭურვილია შვეიცარულ-ფრანგული უახლესი აპარატურით. . ,,საქართველოში პირველად, ,,ბლაუენშტაინ საქართველომ“ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ე.წ. "დამწიფებულ ხორცს“ წარმოება დაიწყო. პირუტყვის სპეციალური მეთოდით დაკვლის შემდეგ, 14-21 დღის განმავლობაში ხორცის განთავსება შესაბამისი ტენიანობის და ტემპერატურის მქონე მაცივრებში ხდება, რაც ხორცში მჟავიანობის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს. პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე ლაბორატორიული კვლევები ხორცილდება. საწარმოში სანიტარიულ-ჰიგიენური ყველა ნორმა მაქსიმალურად არის დაცული“, - აღნიშნა ირაკლი კერვალიშვილმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)