2016-03-03 10:35:31, 540 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა ხანდაზმულ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლში მცხოვრებ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები მოხუცთა სახლს მოულოდნელად ესტუმრნენ და მის ბინადრებს თაიგულები გადასცეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან