|
2016-04-05 16:44:52, 607 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის ბიუროს ახალ ხელმძღვანელს, მერი შეფერს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში, ფინანსთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოხატა გერმანიის მთავრობისა და გერმანელი ხალხის მიმართ. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჰანს-დიტრიხ გენშერს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარების საქმეში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახორციელებს ტექნიკური დახმარების სახით. კერძოდ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერას უწევს საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა სახელმწიფო შიდა კონტროლი, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა და ბიუჯეტირების საკითხები. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)