გამოცდების ჩაბარება მეტად შრომატევადი საქმეა. წარმატებით ჩაბარება უდიდესი სიხარული და სიამაყის გრძნობაა, საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება და იმედი,რომ უფრო ძნელ საქმეებსაც უკვე ადვილად დაძლევ. ცუდი შედეგი კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო,შემდგომ უამრავი პრობლემის, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის და ზოგიერთისთვის სასოწარკვეტის მიზეზიც ხდება.