2016-10-31 13:42:05, 711 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ვარკეთილში ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული მაშველებმა ავტოფარეხიდან გამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქე სტაციონარშია გადაყვანილი.
ავტოფარეხში აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან