18:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 17:36:59, 774 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯიანქსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ჩენ რივუს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოსა და  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ტენდენციაზე ისაუბრა და ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წილი აქვს და ამდენად,ბაზრების დივერსიფიკაციას და  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჯიანქსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა ნოდარ კერესელიძეს ჯიანქსის პროვინციის აგრარული პოტენციალი გააცნო და საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

როგორც შეხვდრის დასასრულს მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან არაერთი,მათ შორის, საგანმანათლებლო, ასევე, ჩაის კულტურის აღორძინების ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობს და შესაბამისად, ქართული მხარის მიერ ყველა საინტერესო და პერსპექტიული წამოწყება მხარდაჭერილი იქნება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics