კობახიძე: პრეზიდენტი უპირისპირდება პარლამენტს და კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ შემაშფოთებელ უპატივცემულობას ავლენს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებით პრეზიდენტი "კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას".