22:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 17:32:55, 1635 ნახვა

საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: პროფესიული განათლება დასაქმების გარანტიას იძლევა

დღეს, კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში ღია კარის დღე, ,,საზოგადოებისათვის პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაზიარება’’ გაიმართა. ღონისძიებას, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

სტუმრებმა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ წარმოდგენილი პროფესიული სტენდები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ სასწავლო ლაბორატორიებისა და სახელოსნოების მუშაობის პრონციპს და დაესწრნენ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას რამდენიმე ახალ პარტნიორ ორგანიზაციასთან.

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული სასწავლებელი, სადაც სახელმწიფოს გვერდში დგომითა და მხარდაჭერით ყოველწლიურად 1000 ახალგაზრდა სრულიად უფასოდ იღებს განათლებას და თავისთავად ცხადია, რომ ეს რიცხვი უფრო გაიზრდება დროთა განმავლობაში. დღეს შრომის ბაზარზე არის დეფიციტი იმ პროფესიებისა, რომელსაც „აისი“ სტუდენტებს სთავაზობს, ამიტომ ამ სასწავლებელს აქვს შესაძლებლობა მისცეს ხარისხიანი განათლება და კურსდამთავრებულებს შესთავაზოს ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით არსებულ კოლეჯებში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 150-მდე პროფესიულ პროგრამაზე. პროფესიული განათლება არის სრულად უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მარტივი ტესტირების საფუძველზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიმართულებით.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, რომელმაც 2016 წელს 56%-ს მიაღწია (2015-ში 47% იყო).

ამ ეტაპისთვის, საქართველოში 50-მდე სასწავლებელია, სადაც შესაძლებელია პროფესიული განათლების მიღება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics