დიდუბის რაიონში, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 19 ობიექტზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება.
საქართველოს ექიმთა ასოციაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.
საქალაქო სასამართლომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სარჩელი, "ქრონიკა +"-ის რედაქტორის ელისო კილაძის მიერ მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკი“-ში (მერიის მომსახურე ბანკის) ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.
ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუმინელ კოლეგასთან ტეოდორ მელესკანუსთან შეხვედრა გამართა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო დიდ დიღომში, ახალი მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციაში, რომელიც თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ შემადგენლობას მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ახალი.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია ლეგიტიმურია, მაგრამ პოლიტიკური ლეგიტიმაცია სხვა საკითხია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევიტი ცენტრის სპეციალისტებმა, ქვემო ქარტილის რეგიონის 31 სოფელში ფერმერებს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More