12:16 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 16:27:33, 1646 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესორები კლინიკის მომსახურების უპირატესობებს ალმაათას საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ

საჩხერის სამედიცინო სცენტრის მენეჯერები და წამყვანი ექიმები კლინიკის ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ტექნოლოგიებსა და მეთოდოლოგიას ალმაათას საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე წარადგენენ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფინანსური მენეჯერის თეიმურაზ კაპანაძის  თქმით, გამოფენის სტუმრები კლინიკის კუთხეში მიიღებენ ინფორმაციას გამართული და მოსახერხებელი ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სტანდარტების სერვისებისა და უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის შესახებ.

კლინიკის წარმომადგენლები განსაკუთრებულ აქცენტს სამედიცინო ტურიზმზე გააკეთებენ, რის შესაძლებლობასაც საჩხერის სამედიცინო ცენტრს თანამედროვე სასტუმრო და ზემო იმერეთის თვალწარმტაცი ტურისტული მარშრუტები აძლევს.

ჯანდაცვის საერთაშორისო გამოფენა „KIHE“, რომელიც 17–19 მაისს ჩატარდება, 1993 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებს, ფარმაცევტულ კომპანიებსა და მედიცინის ტექნოლოგიურ მიღწევებს. „KIHE“ ლიდერია ცენნტრალურ აზიაში სამედიცინო დარგის გამოფენების წარმოების მიმართულებით.

გამოფენაში წელს 28 ქვეყნის სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები მიიღებენ მონაწილეობას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics