|
2017-05-15 11:53:35, 1638 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. კერძოდ, კითხვაზე - „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, 38%-მა კატეგორია „არც ერთი“ აირჩია. გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას; 10%-მა აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 4%-მა „არ იცის“; 4%-მა "პატრიოტთა ალიანსი" დაასახელა; 3%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე 3%-მა აღნიშნა, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ლეიბორისტული პარტიაა“. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)