საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური აუდიტორის პოსტზე კანდიდატს 8 სექტემბერს დაასახელებს.
თბილისის ზოოპარკში ორი ლემური დაიბადა.
6 სექტემბერს, დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება.
აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემასთან ბრძოლაში საქართველოს IPPC დახმარება ჰპირდება. მავნებელთან ბრძოლის საკითხები დღეს სოფლის მეურნეობის მინიტრმა ლევან დავითაშვილმა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურ მდივანთან ჯინგუენ შიასთან შეხვედრაზე განიხილა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალურმა დირექტორმა მარტინ ვორდმა კლიმატის გლობალური ცვლილებების პირობებში, მცენარეთა დაცვისა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხები განხილეს.
ქველმოქმედების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი წერილით მიმართავენ.
“მზის გოგონები“ („Girls on the Sun”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, სექტემბრის ბოლოს, კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ გამოქვეყნდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გაცნობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარი ხარძიანი გერმანიის ქალაქ კელში INSPIRE-ის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებიან.
2-3 სექტემბერს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის გარგლებში, „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგების მორიგ ტურებს უმასპინძლა.
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ავრცელებს.
პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More