|
2017-10-13 14:51:58, 1782 ნახვა
საზოგადოება
ირანის შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა
ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე, სეიდ ჰამიდ კალანთარმა, სოფლის მეურნეობის სამეცნეირო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ნოდარ ხატიაშვილთან ერთად ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზები, წილკანსა და ჯიღაურაში დაათვალიერეს. მინისტრის მოადგილე ინ ვიტრო, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის და თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის ლაბორატორიებს ესტუმრა და მათ მუშაობას გაეცნო. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ სტუმარს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აკვაკულტურის მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ნოდარ ხატიაშვილმა აღნიშნა, ტბორებსა და აუზებში თევზის მოშენების კუთხით, ირანს დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სეიდ ჰამიდ კალანთარმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებიც დაათვალიერა, ქართული მეღვინეობის ისტორიას გაეცნო და იშვიათი ჯიშების ყურძენი დააგემოვნა. (NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)