01:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 19:36:48, 1982 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ლიკა ქავჟარაძე დარჩება როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც მთელი საქართველოს გული დაიპყრო

 „ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც რამდენიმე თაობისთვის სათაყვანებელი მსახიობი ასე უდროოდ წავიდა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა ცნობილი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც რამდენიმე თაობისთვის სათაყვანებელი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ასე უდროოდ წავიდა. მე მინდა ყველას მივუსამძიმრო, მთელ საქართველოს, მის ოჯახს  ეს უდიდესი დანაკლისი. ეს არის კინოვარსკვლავი, რომელიც არ ხუნდება და დარჩება როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი საქართველოს გული“, -აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მსახიობს ხვალ ვაკის სასაფლაოზე დედამისის გვერდით დაკრძალავენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics