01:27 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 12:39:28, 2038 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიური ფაროსანას განადგურებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.

 როგორც მათ მიერ გავრცელებულ რეკომენდციებშია აღნიშნული, აზიური ფაროსანა შენობებსა და დახურულ სივრცეებში, მოსპობის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, მათი მექანიკური განადგურებაა. 

სურსათის ეროვნული ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რამდენიმე მარტივ რჩევას აძლევს აზიური ფაროსანას სახლში შეღწევისგან დასაცავად. 

,,გამოიყენეთ კარის ბადეები, გაიტანეთ ყველანაირი მცენარე საცხოვრებლიდან, რადგან  მცენარეები განსაკუთრებულად იზიდავენ აზიურ ფაროსანას. ეცადეთ დალუქოთ ყველა ბზარი, ნაპრალი და მავნებლის შემოსასვლელი ალტერნატიული ადგილები. თუ თქვენს სახლს აქვს ბუხარი დახურეთ მისი საკვამური. ფაროსანას შენობიდან მოსაშორებლად შესაძლებელია მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავვლობაში მტვერსასრუტს არასასიამოვნო სუნი ექნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა, ღამით საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე მოათავსეთ ნათურა. აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების გამოყენებით შესაძლებელია ნაპრალებსა და ბზარებში არსებული მავნებლების განადგურება, თუმცა მსგავსი აეროზოლები არ უზრუნველყოფენ მწერისგან გრძელვადიან დაცვას. დახურულ სივრცეებში ინსექტიციდების გამოყენებისას დარწმუნდით რომ მათი გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა’’, - ნათქვამია რეკომენდაციებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics