ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი ერთობლივი განცხადებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში მონაწილე 16 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისთვის.