|
2017-11-16 13:18:55, 1545 ნახვა
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ატენის სიონის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ატენის სიონის ტაძართან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ეროვნული სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებისთვის სათანადო განმარტება გააკეთოს და მიმდინარე პროცესთან მიმართებაში ყველა კითხვას ნათელი მოჰფინოს". "ატენის სიონის ტაძრის გალავნის მიღმა სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების ყურადღება მიიპყრო ჟურნალისტური წრის 2 წარმომადგენლის მიერ აგორებულმა კამპანიამ. ტაძართან მიმდინარე სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობა, რაც კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოწყობას გულისხმობს, ატენის სიონის მონასტრის აღდგენის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 2006 წელს გამოცემული ბრძანების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც 1974 და 2009 წლებში ადგილზე წარმოებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ადრეული კელიების საძირკვლის ნაშთების გათვალისწინებით, ისტორიულ კონტექტს აღადგენს. სამშენებლო პროცესი არანაირი ფორმით არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნორმებთან. ინფრასტრუქტურული ნაგებობის პროექტი, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის საბჭოს, ხოლო შემდგომში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოს კვალიფიციური წევრების განხილვის შედეგად, საბოლოო სახით 2016 წელს დამტკიცდა, რაზედაც სააგენტომ შესაბამისი ნებართვა გასცა. პროექტში, რომელიც 9 წლის განმავლობაში იხვეწებოდა, გათვალისწინებულია დარგის სპეციალისტების მიერ ადრე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მის მასშტაბს და გარეგნულ იერსახეს უკავშირდებოდა. უმთავრესად, მისი კონტურები და არქიტექტურული წყობა იმ არექეოლოგიური რეალობითაა ნაკარნახევი, რომელიც არაერთი კვლევის შედეგადაა გამოვლენილი. დამტკიცებული ფორმით, სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობის მოცულობები არსებულ გარემოსთან მასშტაბურად თავსებადი და რელიეფზე ორგანულად მორგებულია. მისი სამშენებლო მასალები, კედლის წყობის ხასიათი, ფერი, გადახურვის საფარის წყობა და სხვა არქიტექტურული ელემენტები მაქსიმალურადაა შერწყმული ადგილობრივ ლანდშაფტთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)