|
2017-11-17 11:17:10, 1867 ნახვა
საზოგადოება
„სტარტაპ დაზღვევა" - თიბისი დაზღვევის და სტარტაპერის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს
თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - „სტარტაპ დაზღვევას" სთავაზობს. დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე. სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას თიბისი დაზღვევაში სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ. ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევა; ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი; სტიქიური მოვლენები; საგნების დაცემა; ხანძარი, აფეთქება. ქონების დაზღვევა ბიზნესის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს და ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას 50 000 ლარის ფარგლებში. პროდუქტით სარგებლობა სტარტაპერებისთვის თვეში მხოლოდ 25 ლარად არის შესაძლებელი. ქონების დაზღვევა მოიცავს: რემონტს და მოპირკეთებას; სასაწყობე მარაგების დაზღვევას; მანქანა -დანადგარების დაზღვევას; პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირის წინაშე; დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევას. „სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლის წინ. „სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობისთვის განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზეwww.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტარტაპერებისთვის შეთავაზებულ სადაზღვევო პროდუქტების შესახებ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)