18:20 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 13:10:48, 1802 ნახვა

საზოგადოება
„მოყვარულთა თასის“ ფინალური ეტაპი იწყება!

18-19 ნოემბერს, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონსა და სტადიონ მცხეთა-პარკზე სტრატს აიღებს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალური ეტაპი, რომელშიც 16 სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ტერიტორიული პრინციპით დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში განაწილდებიან. დასავლეთ ზონის მატჩები 18-19, 25 ნოემბერს და 2 დეკემბერს გაიმართება წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე, ხოლო აღმოსავლეთ ზონის მატჩები - 18-19, 26 ნოემბერს და 3 დეკემბერს სტადიონ მცხეთა-პარკზე. „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ჩემპიონი 9 დეკემბერს გამოვლინდება. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონების გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

„მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობენ რეგიონალური ლიგების გამარჯვებული გუნდები და თბილისის მერიის თასის ფინალისტები.

„მოყვარულთა თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტმა სტარტი აიღო 2017 წლის 19 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 300-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 8000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

 ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა ჯაშუშობის საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების კადრები გამოაქვეყნა
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics