|
2016-08-27 14:41:01, 1373 ნახვა
სამართალი
კობახიძე: ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ხდება, მძიმე სანახავია
ჩნდება ეჭვები, რომ გიორგი პაპუაშვილს არ აქვს უმრავლესობა სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და ამიტომ არ ტარდება პლენუმის სხდომა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ხდება, მძიმე სანახავია. ”ვიცი, თუ რა არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ერთგვარი მწვერვალი იურისპრუდენციის იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც თავს იყრიან ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი განსაკუთრებული რეპუტაციით, კვალიფიკაციით და საქმის პატივისცემით. 2012 წლამდე ეს ორგანო ძალიან პასიური იყო და 2012 წლის შემდეგ გააქტიურდა. ამ ყველაფერს ერთი და იგივე საფუძველი აქვს - კონკრეტული მოსამართლეები დაქვემდებარებული არიან პოლიტიკურ კონიუნქტურას. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ ბოლო პროცესებზე, რაც შეეხება სარჩელის შეცვლას, შეიცვალა სარჩელი და ეს შეიცავს მძიმე გადაცდომის ნიშნებს. ამ შემთხვევაში დაირღვა კანონი”, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, საჭიროა სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება. კობახიძის განმარტებით, მძიმე გადაცდომას წარმოადგენს 23 აგვისტოს მომხდარი შემთხვევაც.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)