|
2016-08-30 14:10:18, 1267 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: დემურ სტურუასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება
დემურ სტურუასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს კონკრეტულად სავარაუდო დამნაშავეს, - ამის შესახებ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან აუცილებელია სწრაფი ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში კიდევ უფრო გამყარდება რწმენა, რომ ვიღაც ხელს უწყობს ამ დანაშაულის დაფარვას. „კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს კონკრეტულად სავარაუდო დამნაშავეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელი ყველა ღონისძიება გატარდეს, რომ ეს პიროვნება იყოს დაკავებული. მე ველი ასეთი ნაბიჯების გადადგმას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ომბუდსმენის თქმით, დემურ სტურუას საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის ავლენს იმ ხარვეზებს, რომელიც საქართველოში რეალურად არის. „იმედი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დადგინდეს მისი ადგილსამყოფელი. ეს იქნება ლაკმუსი იმის, თუ რამდენად ეფექტურია გამოძიება. ეს საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის რეალურად ავლენს იმ სისტემის ხარვეზებს, რომელიც საქართველოში რეალურად არის. აქ საუბარია იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა ზოგადად იმ ფორმებით, როგორც ის საქართველოში არსებობს, არის მიუღებელი, მკაცრი და არაჰუმანური. ხელისუფლებამ ეს პოლიტიკა მთლიანად უნდა შეცვალოს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)