08:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 244 საწარმოს, კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ეკო რესურს ნატტექი“  შეემატება.

ავიაკომპანია „Ellinair“ თბილისის მიმართულებით ფრენებს სალონიკიდან და ჰერაკლიონიდან შეასრულებს

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის  ზაფხულის სეზონზე,  ბერძნული ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლებს ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში, რომლის დროსაც შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.

გიორგი გახარია: იმედი გვაქვს, ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას შევძლებთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 24,4%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის მარტის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 5 071 ერთეული შეადგინა.

48 საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის - Garage 48 თბილისშია!

21 აპრილს, 17:30 საათზე  სასტუმრო რუმსში სტარტს აიღებს და Impact Hub Tbilisi-ში გაგრძელდება 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც  პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს. 

1 დოლარი 2.3896 ლარი ღირს
ქუმსიშვილი: გერმანიის დაფინანსება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება

13 აპრილს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა, აგრეთვე  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და KfW-ს (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლის მიზანსაც საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება წარმოადგენს. 

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 23.5%-ით გაიზარდა

2017 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.0 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 276.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23.5 პროცენტით (21.3 მილიონი აშშ დოლარით) მეტია.

 

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

 

ქუმსიშვილი: კერძო სექტორთან რაც შეიძლება ეფექტურად უნდა მივიტანოთ ის სიკეთე, რაც ევროკავშირს მოაქვს
გიორგი გახარია: ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება

„ექსპორტის დღეს გამოქვეყნებული   მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ  ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან  ბაზარი სტაბილური ხდება,  შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტია

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების და საერთაშორისო საფინანსო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის გარანტი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას შეეხებოდა.

 

ქუმსიშვილი: სამ თვეში, წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტია შესული

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით,  მიმდინარე წლის  სამ თვეში გასულ წელთან შედარებით, ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტია შესული.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი: 285 მილიონი დოლარი სავალუტო რეზერვების გასაზრდელად, ეროვნულ ბანკში წავა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას, ფინანსთა მინისტრი/ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა.

 

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციას სსიპ „აწარმოე საქართველო“ შეითავსებს

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უქმდება და მისი ფუნქცია სსიპ „ აწარმოე საქართველოში“ გადავა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics