2017-07-12 16:40:27, 2287 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3941 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3943 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ, 2.7424 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7281 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0143 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან