17:39 - 26 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 18:18:33, 2854 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
DCFTA-ს განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა

12 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის რეგიონალური მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა, სადაც ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების კუთხით კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და ამ მიმართულებით, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში გაიმართა. ღონიძიების ორგანიზატორი ევროკავშირის პროექტი „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ იყო.  

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკამ. დისკუსიას მოდერაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გაუწია. მრგვალი მაგიდის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საკუთარი უწყებების  მიერ შემუშავებული გეგმებიც გააცნეს.  

დიალოგის მიზანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი  სავაჭრო სივრცის(DCFTA) შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით  მიმდინარე რეფორმების შესახებ სამიზნე ჯგუფებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე რუსების მასიურ შემოდინებას ისევ ნაცებს აბრალებს
მიხეილ სააკაშვილი – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები, იდიოტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics