06:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი გახარიამ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების დოკუმენტს მოაწერა ხელი

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა იწყება – შესაბამის დოკუმენტს ნიუ–დელიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრმა  ნირმალა სითარამანმა მოაწერეს ხელი.

 

აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი დედაქალაქის ეკონომიკურ რეალობას აცდენილია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, პირველადი ეკონომიკური შეფასებები წარმოადგინა.

 

ქუმსიშვილი: მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

პრემიერი: 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

 

პრემიერი: საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ ჩვენი ყველა რეგიონი განვითარებული იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის

 „ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია,  მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების  გზაზე და სტაბილური  განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 11.7%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის მარტის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 67 414 ერთეული შეადგინა.

 

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს,  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანია, შპს ,,ფელინ გლობალი“ შეემატება.

 

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ყავის ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციართა რიცხვს კომპანია შპს „კაფსულო“ შეემატება, რომელიც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ყავის კაფსულების მწარმოებელ საწარმოს 2017 წლის ოქტომბრის თვეში გახსნის და 2 წლის შემდეგ საკუთარი პროდუქციას  აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ექსპორტზე გატანას გეგმავს.

 

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი ისევ გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა. 

აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში 200 ადამიანი გადამზადდება

მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები დაიწყო. 

 

ნიკოლოზ გაგუა „Standard & Poor’s“-ის ანალიტიკოსებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის “Standard & Poor’s” ანალიტიკოსებს შეხვდა და მათ საქართველოში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

 

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შესაფუთი მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 242 საწარმოს, კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბიო-პლასტი“ შეემატება.

 

თბილისი მოდის კვირეულის მე-15 სეზონს უმასპინძლებს

19 აპრილს  თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეექვსედ უჭერს მხარს და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას. 

 

„თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკში კომუნალურ გადასახადებზე საკომისიო არ გაიზრდება

„თიბისი ბანკის“  ინტერნეტ და მობაილ ბანკში კომუნალურ გადასახადებზე საკომისიო არ გაიზრდება.

1 დოლარი 2.4158 ლარი ეღირება

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.

საქართველოსა და ინდოეთს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრს მაჰშ შარმას შეხვდა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics