12:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 13:30:48, 468 ნახვა

ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა Global Finance -ის ჯილდო მიიღო

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“ მიღების თაობაზე განაცხადა.

ჟურნალმა Global Finance, მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით მე-16-ედ გამოავლინა.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

„მხოლოდ მიმდინარე წელს, გალტ & თაგარტმა შეასრულა განმთავსებლის როლი EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებაში, ისევე როგოროც „m2 უძრავი ქონების“ ობლიგაციების გამოშვებაში, რომელიც გახლდათ ყველაზე მსხვილი საჯარო ფიქსირებული შემოსავლის მქონე განთავსება საქართველოში ამ დრომდე. ხსენებული პრესტიჟული ჯილდოს მიღება არის გალტ & თაგარტის წამყვანი როლის აღიარება, საქართველოში კაპიტალის ბაზრებისა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის განვითარებაში,“ განაცხადა გალტ & თაგარტის თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, Global Finance დაფუძნდა 1987 წელს, უშვებს 50,050 ეგზემპლარს და ყავს მკითხველი 180 ქვეყანაში. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 28 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics