12:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 17:34:29, 600 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ ხაბაძემ აჭარაში მოღვაწე წარმატებული ბიზნესმენები დააჯილდოვა

სასტუმრო შერატონის საკონფერენციო დარბაზში  აჭარის წარმატებულ ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სტუმრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიესალმა და დააჯილდოვა ფირმები, რომლებმაც 2014 წლის წარმატებული საინვესტიციო პროექტები განახორციელეს.

ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია თავამაიშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ბერძენიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამაზ თურმანიძემ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ.

ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული საწარმოები, სხვადასხვა დარგის ბიზნესმენები, ტურიზმისა და სასტუმრო საქმიანობაში წარმატებული ადამიანები, ექსპორტიორები და ინვესტორები, ბიზნეს გაერთიანებები და სატრანსპორტო კომპანიები. ასევე, დაჯილდოვებაზე გამოვლინდნენ წარმატებული ქალი ბიზნესმენები.

"ეს ის ბიზნესმენებია, რომლებიც აჭარაში მოღვაწეობენ და დასაქმებასა და ბიუჯეტის ზრდას უწყობენ ხელს. დაჯილდოება კი არის მოტივაცია, რომ ბიზნესმა საქმე აკეთოს. მას ვისაც დამსახურება აქვს უნდა გადავცეთ პრიზები და დავაჯილდოვოთ. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დაჯილდოვება მისასალმებელი ფაქტია და ბიზნესმენების მხრიდანაც არის შესაბამისი რეაქცია. ამას ტრადიციული ხასიათი უნდა მიეცეს და გაჯანსაღდეს სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში გვაქვს მატება. ბოლო 2 წლის განმავლობაში 45 მილიონით გაიზარდა შემოსავლები. ეს გულისხმობს, რომ ბიზნესი ვითადება, დასაქმება იზრდება და ამაში ბიზნესმენთა წვლილი ძალიან დიდია“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics