23 ივნისს, 09:00 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი გახსნის. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრება.
მის.: ჭავჭავაძის ქ. #37; კორპ. #6 (შესასვლელი აბულაძის მხრიდან)