|
2017-06-26 23:31:58, 1142 ნახვა
სპეციალური ანონსი
27 ივნისის ანონსი
10:00 საათზე, პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში მოსიარულე ბიბლიოთეკა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან კახეთის რეგიონში საგარეჯოს მიმართულებით გაემგზავრება. 10:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკაში - "ახალი სიცოცხლე", ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. 10:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი გერჰარდ იაროში და საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას გახსნიან. 10:00 საათზე, მთავარ პროკურატურასთან ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი საპროტესტო აქციას გამართავს. 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) კონფერენციას გამართავს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროკავშირისა და USAID-ის მისიის წარმომადგენლები გახსნიან. 10:30 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აზერბაიჯანიდან დევნილი, საქართველოში მყოფი ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმეების პირველადი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 11:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრება. 11:00 სათზე, თეთრი ხმაურის მოძრაობის ოფისში (ალ. პუშკინის 13, მე-4 სართული) ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა პრეკონფერენციას გამართავს. 11:00 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში სერგო რატიანის ბრიფინგი. 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში პრეზენტაცია გაიმართება. 12:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია" გაიმართება „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" სამწლიანი საქმიანობის შეჯამება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. 12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, ვიცე-სპიკერი, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური პრესკონფერენციას გამარავს. 12:00 საათზე, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ და ევროპის ლიბერალური პარტიების ალიანსის (ALDE) ვიცე-პრეზიდენტი, ჰენრიკ ბახ მორტენსენი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 13:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 13:00 საათზე, "ახალი საქართველოს" წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს პირველ სართულზე, ბრიფინგს გამართავენ. 13:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ პრესკონფერენციას, რომელზეც წარმოადგენენ ღია წერილს. 13:00 საათზე, „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება „EFFE Label 2017-2018” პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კაიდო სირელი დაესწრება. 13:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ პრესკონფერენციას, რომელზეც წარმოადგენენ ღია წერილს, რომელიც გაეგზავნება საქართველოში მოქმედ ყველა დოპლომატიურ წარმომადგენლობას, ევროპის პარლამენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს, იოჰანეს ჰანსს, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. წერილი შეეხება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადებას. 14:30 საათზე, სასტუმრო ბილტმორ თბილისში, BUSINESS GEORGIA-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი "ქალები ბიზნესში" გაიმართება. 15:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 15:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. 15:30 საათზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიან მონაკვეთს გახსნის. 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მოსამართლე გიორგი ტყავაძის თავმჯდომარეობით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის წართმევის საქმეზე, მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“, სასამართლო სხდომას გამართავს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)