|
2017-06-22 00:05:40, 728 ნახვა
სპეციალური ანონსი
22 ივნისის ანონსი
10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მერიოტში“ „საპარტნიორო ფონდისა“ და "საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების" ორგანიზებით სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო ორდღიანი კონფერენცია, სახელწოდებით, ”შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა“ გაიმართება. 10:00 საათზე, ”სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი” მიხელ ბენიძე, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრებენ. 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“ გაიმართება, რომელშიც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორები, სტუდენტები, მკვლევრები აშშ-დან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, მექსიკიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან დაესწრებიან. 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საინვესტიციო კომპანია სს „აი ჯი კაპიტალ ინვესტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი არბიტრაჟის თემაზე ნავთობის მწარმოებლებთან საინფორმაციო შეხვედრას გახსნიან. 11:00 საათზე, ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 11.00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას წარუდგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალურ ანგარიშს, რომელშიც ასახულია 2016 წლის განმავლობაში ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევები. 11.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის გაიმართება სკრინინგის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის, კამპანია „განიკურნეს“ ფარგლებში. 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება. 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "პამორამა თბილისის" საქმეზე, საიას სარჩელის განხილვა დაიწყება. საქმეზე მთავარი სხდომაა დანიშნული. 12:00 საათზე, „ალდაგის“ სერვის სივრცეში სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ახალი პროექტების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 13:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და კომპანია „ავერსი-რაციონალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. 15:00 საათზე, ფილმ „კლინიკურ შემთხვევებზე“ დაფუძნებული ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის ვიდეოჩვენება გაიმართება. 15:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე პერ ბერტელსენი პრესკონფერენციას გამართავენ. 15:45 საათზე, ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე განახლებულ სკვერში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგისა და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნება. 16:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საქართველოს ახლად არჩეული ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში გიორგი ტუმასიანი გამართავს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რომლის შემდეგ დისკუსია გაიმართება. 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის, მრავალი ქართული და უცხოური გამოცემების დამსურათებლის, ოთარ მეგრელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. 19:00 სათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ახალგაზრდა პოეტის, ოთარ რურუას წიგნის „ჩემი სულის ნაჟური“ პრეზენტაცია გაიმართება. 19:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში სპორტული ფილმების ფესტივალის გახსნა და ფესტივალის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)