|
2017-06-16 22:01:56, 1201 ნახვა
სპეციალური ანონსი
17 ივნისის ანონსი
11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი წევრის გულიკო ზუმბაძის ოფისში ორხევის დასახლების საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია გაიმარტება. მის.: აბზიანიძის ქ. N1 (ყოფილი ჩანტლაძის ქუჩა) საკონტაქტო ტელ: 591 110 858; 591 442 558 12:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდება. გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია. 12:00 საათზე, სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“ გაიმართება. 14:00 საათზე, საქართველოსა და გერმანიას შორის 25 წლის მანძილზე არსებული თანამშრომლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას აღმაშენებლის საფეხმავლო ნაწილში გერმანიის ელჩი, ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ქალაქ თბილისის მერის პირველი მოადგილე, ლაშა აბაშიძე გახსნიან. 15:00 საათზე, საბურთალოს ”ბიბლუსი გალერეა” მკითხველს გრანდიოზულ სიურპრიზს ჰპირდება. საქართველოში 3 ბესტსელერი ოფიციალურად გამოვლენილია. ამ ფაქტთან დაკავშირებით 15:00 საათიდან სამივე წიგნის მასშტაბური წადგენა გაიმართება. 19:00 საათზე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, სასტუმრო კომპლექს „ბიოიარდის“ ეზოში, ე.წ. ბლუზვილიჯში საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)