„კურსს ცვლილება მცირედითაც კი არ ემუქრება, პირიქით ჩვენ ნატო-ს სტანდარტებით ვახორციელებთ ყველაფერს და ვვითარდებით“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, სკოლა „ინტელექტში“ მოსწავლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.