00:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 18:51:21, 424 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, საქართველოს ვროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ

რიგის სამიტის წინ ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებს საგანგებო წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მხარი დაუჭირონ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას.

ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ რიგის დეკლარაცია განამტკიცებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვილნიუსში.

„როგორც ევროპარლამენტის წევრებმა, გვსურს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ხაზი გავუსვათ იმ გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, რაც რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნება მიღებული. მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებს, ხელახლა დაადასტურონ საკუთარი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკასადმი. ჩვენ გვჯერა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ეფექტურ სტიმულს დემოკრატიული ცვლილებებისათვის და რეფორმების პროცესისათვის აღმოსავლეთ ევროპაში პარტნიორ ქვეყნებში. ჩვენ ვრჩებით ოპტიმისტები, რომ რიგის დეკლარაცია განამტკიცებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვილნიუსში და განსაზღვრავს შემდგომ მნიშვნელოვან პროგრესს“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია უნდა იყოს მკაფიო, ძლიერი და ფოკუსირებას უნდა ახდენდეს, სხვა საკითხებთან ერთად, შემდგომ პროგრესსა და ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნორი ქვეყნის ამბიციებზე - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების ფონზე, ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი აუცილებელია.

„ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი აუცილებელია, ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთმა უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლა განახორციელა საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია უნდა წარმოადგენდეს არაორაზროვან და განსაზღვრულ გამოხატულებას ევროკავშირის მხარდაჭერისა ამ სამი ქვეყნისადმი და მათი პრო-ევროპული პროგრამებისადმი“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

ევროპარლამენტარების წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების წახალისება. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა მკაფიო ვადები უნდა განსაზღვროს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად.

„გვჯერა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს პოზიტიური სიგნალი ამ ქვეყნების  ევროკავშირში სამომავლო წევრობასთან დაკავშირებით. ეს პერსპექტივა იქნება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და იქნება შესაბამი და ძლიერი სიგნალი დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. გვჯერა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გამოიწვევს პოზიტიურ დემოკრატიულ ცვლილებებსა და რეფორმების პროცესს ჩართული ქვეყნებისათვის. ევროკავშირმა მკაფიო ვადები უნდა განსაზღვროს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების მიმართვაში.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მოცემულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება პროცესში ჩართული ყველაზე მხარისათვის მნიშვნელოვანი პროგრესის მომტანი იქნება.

ღია მიმართავს ხელს 96 ევროპარლამენტარი აწერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics