00:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 17:38:24, 392 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მინისტრის ბრძანება კანონშეუსაბამოა, ვეცდებით ჩვენი პოზიციები სასამართლოში დავიცვათ

„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მინისტრის ბრძანება კანონშეუსაბამოა, ვეცდებით ჩვენი პოზიციები სასამართლოში დავიცვათ“,-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბრიფინგზე საქართველოს ტერიტორიაზე  ცოცხალი გენმოდიფიცირებული პროდუქტის  შემოტანის საკითხის რეგულირების დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით,  აღნიშნული ბრძანება კანონის შესაბამისობაშია.

„დღეს პარლამენტის კომიტეტში განხილული  საკითხის აქტივობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კომიტეტში მოსმენები საკმაოდ ცხარე  ფორმაში წარიმართა და  ალბათ არ იყო შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში დაგვეფიქსირებინა ყველა მხარეს ჩვენი მოსაზრებები,  გადავწყვიტეთ, ეს ბრიფინგი ჩავატაროთ და  საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია  არსებულ, პირობითად დაკავშირებულ პრობლემაზე,  რომელიც ჩვენი თვალთახედვით პრობლემა არ არის. საქმე ეხება  ბძანებას, რომელიც გამოცემული იქნა  სამინისტროში რამდენიმე კვირის წინ  და ეხებოდა გენმოდიფოცირებული, ცოცხალი ორგანიზმის,  ამ შემთხვევაში საუბარია სოიოს მარცვალზე  შემოტანას. ამ  ბრძანების შინაარსი არის ასეთი,  ჩვენი ღრმა რწმენით ის არ ეწინააღმდეგება, პირიქით ზუსტად შესაბამისობაშია  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნასთან, რომელიც  ამბობს, რომ არ დავთესოთ, არ მოვიყვანოთ  ასეთი პროდუქტები, მაგრამ  საკვებად მისი გამოყენების ან გადამუშავებისათვის საქართველოში შემოტანა  შესაძლებელია. ამას ამბობს ყველა  ნორმა, როგორც კანონი, ასევე  კანონის დაქვემდებარე აქტი. შესაბამისად,  როდესაც ლაპარაკია კანონის  უკანონობაზე არსებობს ერთადერთი  მარტივი გამოსავლი, რომ  ამაზე კი არ ვიკამათოთ და  ვიჩხუბოთ, მივმართოთ  მაშინ შესაბამის უწყებას, ეს არის  სასამართლო. იქ ვეცდებით ჩვენ ჩვენი პოზიციები დავიცვათ,  თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მინისტრის  ბრძანება არის კანონშეუსაბამო.  პოზიცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული  კიდევ ერთხელ ვიმეორებ  კრძალავს  მოყვანას, რადგან  ასეთი ფორმატი  ბუნებში ბიომრავალფეროვნებას უქმნის საფრთხეს, სხვა შემთხვევაში საკვებად გამოყენების  ან გადამუშავების დროს  ის ითვალისწინებს მარკირებას და მარკირება ნიშნავს იმას, რომ მყიდველმა, მომხმარებელმა უნდა  იცოდეს შეიცავს თუ არა  პროდუქი რომელსაც, ის მოიხმარს  ასეთ კომპონენტებს.  ეს ნორმა მოქმედებს,  მიღებული დოკუმენტი, მიღებული ბრძანება არის სრულ შესაბამისობაში“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics