ფხალაძე: არსად დაბრუნებას არავინ არ აპირებს, საუბარი სხვა რამეზე იყო, რაც შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა განმარტა
"არსად დაბრუნებას არავინ არ აპირებს, საუბარი სხვა რამეზე იყო, ბელარუსის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ხალხებს შორის როგორც წესი, მტრობა არ არსებობს, პრობლემები შექმნილია პოლიტიკურ ჭრილში, ხოლო ხალხთა შორის ურთიერთობების რესურსი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას პოლიტიკური პრობლემების მოსახსნელად",-ასეთი განმარტება გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადების თაობაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.