2015-08-03 16:34:29, 474 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და მეგობრული კავშირების განმტკიცების იმედი გამოთქვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან