„ მოდით, შევახსენოთ ყველას, რომ ვართ ერთმანეთის გვერდით მდგომი და გაუტეხელი ხალხი“, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს და მათ პოლიციელების, მაშველებისა და მოქალაქეების საგმირო ისტორიების გაშუქება სთხოვა, რომელთაც სამოქალაქო თავდადების მაგალითი აჩვენეს.