12:23 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 16:47:02, 484 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ილჰამ ალიევს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე , 6-7 მარტს, ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.

დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა გაფართოებული  შემადგენლობით.

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics