08:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დავით ბაქრაძეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა

კანადაში ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს სამუშაო სადილზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობ ნიკოლსონმა უმასპინძლა. 

პრემიერი: პასუხისმგებლიანი ოპონენტი ერთ მაგალითსაც ვერ მოიყვანს, რომ მთავრობა რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობაში ჩაერია

„პასუხისმგებლიანი ოპონენტი ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მთავრობა რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობაში ჩაერია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  გადაცემა 20/30-ში  „ეროვნული  ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებეთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პრემიერი: ყველა დაპირება ეტაპობრივად სრულდება და შესრულდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა დაპირება ეტაპობრივად სრულდება და შესრულდება.

 

ღარიბაშვილი: პროკურატრურა რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალქეების სამართლიანობის აღდგენას აპირებს

„ვიცი, რომ პროკურატურა რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდდგენას აპირებს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  გადაცემა 20/30-ში განაცხადა.

 

თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

 

კახა კოჟორიძე: პროკურატურის შესახებ კანონპროექტი, მის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და ადვოკატებს შეხვდნენ.

 

ნინო ბურჯანაძე: ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და უკრაინის აღარასოდეს გახდება

„ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და ის აღარასოდეს  გახდება უკრაინის“,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  განაცხადა.

 

ზურაბ მელიქიშვილის მოსაზრებით, დეპუტატები პარლამენტის სხდომის გასაცდენად სხვა მეთოდს მოიფიქრებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, პარლამენტში რეგლამენტის ცვლილება კვორუმის პრობლემამ გამოიწვია.

 

თეა წულუკიანი: პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი, განსაკუთრებულ სიმამაცედ არ მიმაჩნია

პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი, განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად არ მიმაჩნია, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართულ მხარეს არ ყოფნის ვაჟკაცობა ღიად წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებაზე“.

 

ავადმყოფობის გამო, პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში დეპუტატმა, ექიმის ცნობა უნდა წარადგინოს
დავით უსუფაშვილი: არაფერი მოხდება, რაც საბანკო სისტემას დააზიანებს
თინა ხიდაშელი დღეს ფრანგულ მხარესთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ფრანგულ მხარესთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

 

ხორვატიის ფორუმის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი შეხვედრებს მართავს

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი „ხორვატიის ფორუმი 2015“- მონაწილეობს, რომელიც 9-11 ივლისს ხორავტიის ქალაქ დუბროვნიკში იმართება.

 

დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ამერიკელ კონგრესმენებთან-ჯონში მკუსთან(რესპუბლიკური პარტია), უილიამ კიტინგთან (დემოკრატიულიპარტია), ტედ პოსთან(რესპუბლიკურიპარტია) და მაიკლ ტერნერთან (დემოკრატიულიპარტია).

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ევროინტეგრაციის სამინისტროდან აცნობეს. 

თინა ხიდაშელი აშშ-ის „მრჩეველთა ჯგუფს“ შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის თავდაცვის ინსტიტუტის მშენებლობის „მრჩეველთა ჯგუფის“ წევრებს უმასპინძლა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის მთავრობის მეთაურთან, არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, დავით ბალაძესთან.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics