|
2016-03-24 12:01:47, 463 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ჯარისკაცებს: დღეს, როდესაც მსოფლიო შეძრწუნებულია ტერორიზმით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მშვიდობიანი და წარმატებული მონაწილეობა უსურვა : „დღეს ჩვენ თქვენ უმნიშვნელოვანეს მისიაში გაცილებთ. გაცილებთ და ამავე დროს ვფიქრობთ თქვენზე და იმ მნიშვნელოვან სამსახურზე, რომელიც თქვენ უნდა გაუწიოთ სამშობლოს და მთელ მსოფლიოს. თქვენ მიბრძანდებით თქვენს თანამებრძოლებთან ერთად, იმისთვის რომ დაიცვათ მშვიდობა მთელს მსოფლიოში. თქვენ მიბრძანდებით საქართველოს ინტერესების დასაცავად. დღეს, როდესაც მსოფლიო მოცულია და შეძრწუნებულია ტერორიზმის საშინელი აქტებით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი მეგობრები და თანამებრძოლები წლების განმავლობაში ამ მისიით და სხვა მისიებით, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა, იცავდენენ მშვიდობას მთელს მსოფლიოში. თქვენ იცავდით და იცავთ საქართველოს საბრძოლო დროშას იმ მრავალსაუკუნოვან და ამაყ ტრადიციას, რომელიც გვაქვს ქართველ ჯარისკაცებს. ყოველი დღე , რომელსაც თქვენ იქ გაატარებთ, ჩვენ თვალს გადევნებთ ერთდროულად სიამაყით და ამავე დროს თქვენზე ფიქრით და თქვენზე ლოცვით. მინდა გითხრათ, რომ მთავარი რაც თქვენ იქ უნდა გააკეთოთ, ეს არის დაიცვათ ადამიანის სიცოცხლე, გაუფრთხილდეთ თქვენს სიცოცხლეს და გაუფრთხილდეთ სხვა ადამიანების სიცოცხლეს. იმიტომ რომ ეს არის ჯარისკაცის მთავარი მოვალეობა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით სამსახურისთვის, ვიფიქრებ თქვენზე ყოველი დღე , როდესაც თვენ იქნებით იქ. დაგვხდებით თითოეულს აქ, როდესაც მშვიდობით ჩამობრძანდებით სამშობლოში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და დალოცოს საქართველო“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა. საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ასევე სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" მიერ დამზადებული ახალი პერსონალური დაცვის საშუალებები დაათვალიერა, რომლითაც ქართული ჯარი აღიჭურვება. უახლოეს მომავალში ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეული, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულები გაემგზავრებიან. ქართველი სამხედროები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გენერალური შტაბის უფროსმა და ამერიკის ელჩმა გააცილეს.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)