23:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 15:17:16, 380 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ტერორიზმის საფრთხეზე პასუხი საზღვრების ჩაკეტვას და თავისუფლების შეზღუდვას არ უნდა მოიცავდეს

"ჩვენს წინაშე  ორი მთავარი ამოცანაა, პირველი-ყველა ძალის მობილიზებით, შესაძლებლობა  შევქმნათ იმისი, რომ მსგავსი ტიპის ტერორისტული აქტების პრევენცია მოხდეს, მეორე-არავითარ შემთხვევაში ტერორიზმის საფრთხეზე  პასუხი საზღვრების ჩაკეტვას და თავისუფლების შეზღუდვას არ უნდა მოიცავდეს ",- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტის შეკითხვას- რამდენად არის დღეს მზად საქართველო  უპასუხოს გამოწვევას, რასაც საერთაშორისო  ტერორიზმი ჰქვია და რა უნდა გაკეთდეს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

„ჩემი აზრით, ორი მთავარი ამოცანაა დღეს ჩვენ წინაშე, პირველი ის, რომ ყველა ძალის მობილიზებით შევქმნათ შესაძლებლობა იმისა, რომ პრევენცია მოხდეს მასშტაბური ტიპის ტერორისტული აქტების. როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა ნიუ-იორკში, მაშინ ყველა ჰქონდა განცდა, რომ ამაზე უარესი შეუძლებელია, მსოფლიოს დაემართოს. თუ ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო ნიუ-იორკში, მაშინ ყველა დაუცველია. ვფიქრობ, გუშინდელმა ბრიუსელმა ანალოგიური ემოციით დატოვა მსოფლიო, ქალაქი, რომელიც ყველას გვგონია, რომ ყველაზე უფრო მეტად დაცულია, რადგან იქ განლაგებულია თავდასცვისუნარიანობის თვალსაზრისით ორი ყველაზე უფრო მძლავრი კომპლექსური ორგანიზაციის შტაბბინები.

ცინიზმის პასუხიც სწორედ ეს იყო - ბრიუსელი და არა რომელიმე სხვა ქალაქი იმისათვის, რომ გაგვიჩინოს ყველას - ევროპის მოქალაქეებს, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპულ ოჯახში, ცივილიზებული სამყაროს წევრობა გვინდა, დაუცველობის და უსუსურობის განცდა. ამიტომ, პირველი პასუხი უნდა იყოს სწორედ უსაფრთხოების პრევენცია.  უნდა იყოს გატარებული ღონისძიებები ერთიანი ევროპის მხრიდან, რომელიც შესაძლებლობას მოუსპობს ტერორისტებს, რომ ასე უპასუხოდ დარჩეს მათი მოქმედებები.

მეორეა ის, რომ პასუხი არ უნდა მოიცავდეს იმას, რის გამოც ტერორიზმი მძვინვარებს დღეს მსოფლიოში. არ უნდა მოიცავდეს თავისუფლებების შეზღუდვას, საზღვრების ჩაკეტვას, იმას, რომ ჩვენმა თავისუფლებამ, თავისუფლების საზღვრების გაფართოებამ,  დაგვაყენა ამ საზღვრის წინაშე. სწორედ თავისუფალი მოქალაქეების მიერ შექმნილი თავისუფალი სახელმწიფოები არის ყველაზე სწორი პასუხი ნებისმიერი ტიპის აგრესიასა და მათ შორის ტერორისტულ აქტებზე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში გუშინდელ ტერაქტს  ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 კი, დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics